მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქვეყნის მტრებმა მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დამტკიცების შემდეგ სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილი ყველა დასაყრდენი დაკარგეს. გაიხსნა ათეულობით საქმე, კორუფციასთან ბრძოლამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ქვეყნის მტრებმა მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დამტკიცების შემდეგ სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილი ყველა დასაყრდენი დაკარგეს. გაიხსნა ათეულობით საქმე, კორუფციასთან ბრძოლამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ქვეყნის მტრებმა მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დამტკიცების შემდეგ სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილი ყველა დასაყრდენი დაკარგეს. გაიხსნა ათეულობით საქმე, კორუფციასთან ბრძოლამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

რადიკალების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვერ შეცვლის რეალურ სურათს და ვერ მოახდენს გავლენას იმ პროცესებზე, რომლებიც სახელმწიფოში ინსტიტუციური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარეობს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში იწყება ახალი ეტაპი - უსაფრთხოების განახლებული არქიტექტურის ფორმირება, რომელიც მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების უფრო ეფექტიან კოორდინაციას, რისკების პრევენციასა და თანამედროვე გამოწვევებზე სწრაფ და სისტემურ რეაგირებას.

„ფაქტია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალ, სახელმწიფო მინისტრის პოსტს აბარებს შედეგზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელმაც მოკლე პერიოდში სისტემური ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით.

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მდიდარი „ენჯეო“ სექტორისა და ცალკეული ჯგუფების შიში მამუკა მდინარაძის ფაქტორის მიმართ გასაგები და ლოგიკურია. ქვეყნის მტრებმა მამუკა მდინარაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დამტკიცების შემდეგ, ანუ ზუსტად რვა თვის წინ, სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილი ყველა დასაყრდენი დაკარგეს.

ვინც კანონს არღვევდა და დანაშაულს ჩადიოდა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. ქვეყანა გადაურჩა ტერაქტს, რევოლუციის მორიგ მცდელობას, ჯაშუშებს დაერღვათ მყუდროება. დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული, გაიხსნა თაროზე შემოდებული ათეულობით საქმე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ ყველა დონეზე უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია.

გეოპოლიტიკურად რთულ და ხშირად არაპროგნოზირებად გარემოში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უწყებათაშორის კოორდინაციასა და ერთიან სტრატეგიულ ხედვას. სწორედ ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს, დროულად მოახდინოს რეაგირება შესაძლო საფრთხეებზე და შეინარჩუნოს სტაბილურობა მაღალი რისკების პირობებშიც“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

სახელმწიფო მინისტრის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის პერიოდში მიღწეულ მასშტაბურ შედეგებს დეტალურად მარიამ ოშხნელის სპეციალურ რეპორტაჟში ნახავთ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ელენე ხოშტარია იმ ბრძოლის გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“ტვ პირველი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი