მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

იმედი|imedinews.ge

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაასაწყობა, ხოლო შემდეგ, პირად მფლობელობაში არსებული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა ტრანსპორტირებას. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული ხე-ტყე, ასევე, სპეცტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება გადატანილი იქნება ლენტეხის სოფელ ლესემის „საქმიან ეზოში“.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ტყის მონიტორინგის და კონტროლის გამკაცრების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები პატრულირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ნებისმიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ტარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი