მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო.

შეხვედრისას, რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც თანასწორობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებს. აღინიშნა ბილინგვური განათლების პროგრამის გაფართოება, რომელშიც 2025-2026 სასწავლო წელს 243 საჯარო სკოლაა ჩართული.

რატი იონათამიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერების, პარლამენტის კომიტეტის საქმიანობაში მათი ჩართულობის, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების, მათი ენისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

იმედი

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი