
რატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება
იმედი|imedinews.ge
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ.
როგორც იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ აღნიშნა, „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება.
„როგორც არ უნდა დაიკარგონ ალეგორიებში, ისინი საკუთარ ზრახვებსა და განწყობებს ამ მხრივ ააშკარავებენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის დამოკიდებულება, ეს არის ყველა „ნაცის“ დამოკიდებულება, იქნება ეს გვარამია, სააკაშვილი, მელია თუ დანარჩენები“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
სააკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტი ამჯერად ბანგლადეშელ ხარს შეადარა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge