მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს
რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს

იმედი|imedinews.ge

თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა პატიმარ სააკაშვილის მორიგ შეტევას ეკლესიაზე.

„ჩვენ გვახსოვს წმინდანებზე როგორ საუბრობდა ის. ამ ყველაფერზე უწმინდესი ჯერ კიდევ 2004 წელს ღიად საუბრობდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ საკუთარ პოზიციას, არამედ ფაქტობრივად, მთლიანად რადიკალური ოპოზიციის პოზიციას გამოხატავს და ამით ააშკარავებს იმ საერთო სიძულვილს, რომელიც რადიკალურ ჯგუფებს ქართული ეკლესიის და ჩვენი რწმენის მიმართ გააჩნიათ. სწორედ ამიტომაც არიან ისინი მიუღებლები ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც მეტს ილაპარაკებენ, კიდევ უფრო მიუღებლები გახდებიან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებულს“ და „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი