მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სპეციალური ანგარიშის - „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ პრეზენტაციას მიეძღვნა.

მისასალმებელ სიტყვაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ პროგრესულ საკანონმდებლო ჩარჩოს და მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ უწყებათაშორისი თანამშრომლობის დადებით პრაქტიკას, რომელიც პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების განხილვას შეეხება.

შეხვედრაზე განხილულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით რატი იონათამიშვილმა აღინიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საფუძვლებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტის ნაწილში, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების განვითარებისა და მათი დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების უწყვეტ პროცესს და ამ მიმართულებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის განსაკუთრებულ როლს.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2025 წელს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოში შესული შუამდგომლობებიდან პროკურორების მიერ პატიმრობა მოთხოვნილი იყო ბრალდებულთა 35,1%­-ის მიმართ, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება -­ 64,9%-ის მიმართ. 2020 წელთან შედარებით, როდესაც პატიმრობის მოთხოვნის ოდენობა 44.9%-ს შეადგენდა, მაჩვენებელი თითქმის 10%-ით არის შემცირებული, რაც უდავოდ დადებით ტენდენციას წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს, რომელიც აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რატი იონათამიშვილმა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ყველა რელევანტური უწყების ჩართულობით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა