მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. RBL-ის ფარგლებში გურიის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
RBL-ის ფარგლებში გურიის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

RBL-ის ფარგლებში გურიის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იმედი|imedinews.ge

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა, აზიის განვითარების ბანკის Result-Based Lending-ის (RBL) - შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გურიაში, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირველი ეტაპის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრებზე ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენლებმა დაგეგმილი პროექტების კონცეფცია, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და ის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას უკავშირდება.

საუბარი შეეხო არსებული საჭიროებების შეფასებას, სამუშაოების დაგეგმვის პროცესს, შესაძლო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, პროექტის ეტაპებსა და იმ სარგებელს, რომელსაც მოსახლეობა სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები, კითხვები და რეკომენდაციები. მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივების მიერ გაზიარებული ინფორმაცია ხელს უწყობს არსებული გამოწვევების უკეთ შეფასებას, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და პროექტის შემდგომი ეტაპების უფრო ეფექტიანად დაგეგმვას.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მსგავს შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს, რათა მოსახლეობა დროულად და სრულყოფილად იყოს ინფორმირებული დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

Result-Based Lending (RBL) აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც შპს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით, წყალმომარაგების სექტორისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ ლოკაციაზე 400 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი სტანდარტის შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

იმედი