მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა

იმედი|imedinews.ge

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, გაჩნდება შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მიეცეთ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით მიეცემათ. რაც შეეხება ფულად ჯილდოს - ის შეიძლება გაიცეს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კანონში შესატან იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა პირთა რიცხოვნობის გაზრდას შეეხება.

ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დღეს მოქმედი რედაქციით, მათი რაოდენობა 10%-ით იყო განსაზღვრული.

მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე არ გავრცელდება.

კომიტეტის წევრებმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი