მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: აშშ უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის გადაცემას 2029 წლამდე გაწელავს
Reuters: აშშ უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის გადაცემას 2029 წლამდე გაწელავს

Reuters: აშშ უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის გადაცემას 2029 წლამდე გაწელავს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესის წევრებს აცნობა, რომ უკრაინისთვის დახმარების სახით გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის სრულად დახარჯვას მხოლოდ 2029 ფისკალურ წელს დაასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს ხდება მაშინ, როდესაც კიევს კრიტიკულად აკლია შეიარაღება, რომელიც მას რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად სჭირდება.

საქმის დეტალებში გარკვეული წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ მაისში კანონმდებლებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ხარჯვის გეგმა იყო აღწერილი. „დემოკრატები“ და ტრამპის თანაპარტიელი ზოგიერთი რესპუბლიკელი მანამდე აკრიტიკებდნენ პენტაგონს იმის გამო, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარებას აყოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მას ორივე პარტიის წევრებმა დაუჭირეს მხარი.

წყაროს თქმით, წერილის გაგზავნიდან ორი თვის შემდეგაც კი თანხები ჯერ არც გაცემულია და არც კონტრაქტებით არის უზრუნველყოფილი.

კონგრესი არაერთხელ გამოთქვამდა უკმაყოფილებას დახმარების გამოყოფის ნელი ტემპის გამო. Reuters-ის ცნობით, ეს წერილი მანამდე საჯაროდ ცნობილი არ ყოფილა.

წყაროს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება და მოლაპარაკებებზე კვლავ დააყენებს უკრაინისთვის სასწრაფოდ საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და აშშ-თან დრონების შესახებ შეთანხმების დასრულების საკითხებს.

ამ შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი, სავარაუდოდ, აშშ-ის კაპიტოლიუმში გაემგზავრება და სენატის ასივე წევრს შეხვდება. წარმომადგენელთა პალატა კი ზაფხულის არდადეგებზე ვაშინგტონში არ იმყოფება.

ორი წყაროს განცხადებით, კონგრესის წევრები უკმაყოფილონი არიან პენტაგონის მიერ შემუშავებული ვადებით, რადგან მიმდინარე ომის პირობებში მათ ეს პროცესი უჩვეულოდ ნელა მიაჩნიათ.

პენტაგონის წერილში ნათქვამია, რომ თანხების ათვისება 2026 ფისკალურ წელს მოხდება, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება, ხოლო დახმარების სრული მიწოდება სავარაუდოდ დასრულდება 2029 წლის 30 სექტემბრამდე.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა 2029 წლის 20 იანვარს დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 262 სტატია.

  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • უკრაინამ სარატოვში Rosneft-ის ქარხანა და Ozon-ის საწყობი დრონებით დაბომბაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →დოლარი →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი