მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: აშშ-ის დაზვერვა ირანის პოტენციურ რეაქციას სწავლობს, ამერიკის მიერ ომში გამარჯვების გამოცხადების შემთხვევაში
Reuters: აშშ-ის დაზვერვა ირანის პოტენციურ რეაქციას სწავლობს, ამერიკის მიერ ომში გამარჯვების გამოცხადების შემთხვევაში

Reuters: აშშ-ის დაზვერვა ირანის პოტენციურ რეაქციას სწავლობს, ამერიკის მიერ ომში გამარჯვების გამოცხადების შემთხვევაში

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იკვლევენ, თუ რა რეაქცია ექნება თეირანს, თუ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომში თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამერიკის სპეცსამსახურების მიზანს წარმოადგენს გაიგონ, თუ რა შედეგები მოჰყვება კონფლიქტიდან ტრამპის პოტენციურ გასვლას, რაც, შესაძლოა, მიმდინარე წლის ნოემბერში კონგრესში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის „რესპუბლიკელების“ დიდ მარცხად შეირაცხოს.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტს საომარი მოქმედებების გააქტიურება მარტივად შეუძლია, ახლო აღმოსავლეთში ვითარების სწრაფმა დეესკალაციამ წნეხი ამერიკულ ადმინისტრაციაზე, შესაძლოა, შეამსუბუქოს, განურჩევლად იმისა შეძლებს, თუ არა ამის მერე ირანი საკუთარი ბირთვული და სარაკეტო პოტენციალის აღდგენას, წერს გამოცემა.

ერთ-ერთი წყარო სააგენტოს უყვება, თებერვალში, როცა სამხედრო კამპანია ახალი დაწყებული იყო, ტრამპს გამარჯვება რომ გამოეცხადებინა და აშშ-ს რეგიონში სამხედროების რაოდენობა შეემცირებინა, ირანი ამას საკუთარ წარმატებად მიიჩნევდა.

თუ ამერიკის პრეზიდენტი იტყოდა, რომ გაიმარჯვა, მაგრამ აშშ საკუთარ სამხედროებს ახლო აღმოსავლეთში მაინც დატოვებდა, ირანი ჩათვლიდა, რომ ამერიკელები მოლაპარაკებებისთვის გარკვეულ ტაქტიკას მიმართავენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი