მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებული ორი გემი ჯართში ჩააბარა
Reuters: აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებული ორი გემი ჯართში ჩააბარა

Reuters: აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებული ორი გემი ჯართში ჩააბარა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის მთავრობამ ჯართში ჩააბარა ორი სანქცირებული ნავთობტანკერი, რომლებიც ვაშინგტონის მიერ ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტანკერები გასულ თვეში დუბაიში დაფუძნებულმა გემების გადამამუშავებელმა კომპანია Global Marketing Systems-მა უცნობ თანხად შეიძინა.

გაყიდულ გემებს შორისაა Era, რომელიც ადრე Marinera-სა და Bella 1-ის სახელებით ოპერირებდა, და Lileo, რომელიც ადრე Galileo-სა და Veronica-ს სახელებით დაცურავდა. გამოცემის ცნობით, ორივე ტანკერს ინდოეთის ჯართის საწარმოებში დაშლიან.

„აშშ-ის მთავრობამ ისინი ჩვენ მოგვყიდა და გაყიდვის ნებართვას სასამართლოს შესაბამისი განკარგულებაც ჰქონდა, თუმცა გარკვეული სირთულეები არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ზუსტად არ ვიცოდით, ვინ ფლობდა მათ მანამდე“, - ციტირებს სააგენტო Global Marketing Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს ანილ შარმას.

როგორც Reuters-ი იუწყება, აშშ-ის სანაპირო დაცვამ და სამხედრო სპეცრაზმმა რუსული დროშის ქვეშ მცურავი Era იანვარში, ისლანდიის სამხრეთით საზღვაო აკვატორიაში დააკავეს, რითაც ატლანტის ოკეანეში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე დევნა დასრულდა. მანამდე გემმა კარიბის ზღვაში აშშ-ის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის გარღვევა შეძლო, რომლის მიზანიც ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტის შეჩერება იყო.

ვაშინგტონის განცხადებით, Era ვენესუელიდან და ირანიდან სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა.

იანვარში აშშ-მა კარიბის ზღვაში ასევე დააკავა რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ამჟამად Lileo-ს სახელით არის ცნობილი. აღნიშნული ტანკერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციების ფარგლებში იყო მოქცეული.

სააგენტოს ცნობით, აშშ-მა ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ სავარაუდოდ სულ 10-მდე ნავთობტანკერი დააკავა. სანქცირებული გემები აღმოჩენისა და იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად ხშირად იცვლიან სახელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია,  ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

იმედი

ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, გაქვთ კონკრეტული პარტიული დანიშნულება და ინსტრუქციები, ამიტომ ხართ სრულიად არაკრიტიკულები

ირაკლი ჩიქოვანი: 2008 წელს საქართველოს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ბიჭები ყოველთვის მზად იყვნენ, მზად არიან და მზად იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები

მამუკა მდინარაძე: ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს