
ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, გაქვთ კონკრეტული პარტიული დანიშნულება და ინსტრუქციები, ამიტომ ხართ სრულიად არაკრიტიკულები
თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, ამ ომის ჩათვლით, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა უამრავ ადამიანს ბიზნესის რეკეტით და ქუჩაში ადამიანების მკვლელობით, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკა ფასდება შედეგებით და წინა ხელისუფლებების შედეგები იყო რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია.
„თქვენი პარტიის შედეგები იყო სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გასხვისება რუსეთზე, სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიებზე. ეს არის შედეგები. 2012 წლის შემდეგ შედეგები რომ ავიღოთ - რუსეთის ფედერაციას, პირველად, 35 წლის განმავლობაში, არ ჰქონია არავითარი წინსვლა, არც ტერიტორიული წინსვლა, არც ეკონომიკური წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. შედეგებით იმსჯელეთ, ეგეც შეგიძლიათ სცადოთ, გააანალიზოთ და ამ შემთხვევაში მიხვდებით, რომ აღარ უნდა იყოთ იმ პოლიტიკური პარტიის რუპორი, რომლის რუპორიც ახლა ბრძანდებით. გახდით კრიტიკული ჟურნალისტები და კრიტიკული მედია. მე მოგიწოდებთ ამას, რომ გახდეთ კრიტიკული.
როდესაც თქვენმა პარტიამ ჩაიდინა ეს უბედურება, რაც ჩაიდინა 2008 წელს - თქვენი პარტიაა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ამიტომ ხართ სრულიად არაკრიტიკულები. გაქვთ კონკრეტული პარტიული დანიშნულება და ინსტრუქციები, ამიტომ ხართ სრულიად არაკრიტიკულები.
ყველაფერზე ხომ მიიღეთ პასუხი? ყველაფერზე ხომ მიიღეთ აბსოლუტურად ზუსტი პასუხი? თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, ამ ომის ჩათვლით, რაზეც დღეს ვსაუბრობთ და რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა უამრავ ადამიანს ბიზნესის რეკეტით, ქუჩაში ადამიანების მკვლელობით და ათასი უბედურებით, ათასი საზიზღრობა გააკეთეს 2012 წლამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge