მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო
Reuters: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო

Reuters: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი სიცხის ტალღამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხელი შეუშალა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის მასშტაბით ათობით აღლუმი, კონცერტი და ფოიერვერკი გაუქმდა ან გადაიდო, წერს Reuters-ი.

ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს შორის, რომლებზეც ამინდმა გავლენა მოახდინა, ვაშინგტონში, ეროვნულ ხეივანში გამართული Great American State Fair-იც იყო. ღონისძიება, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროგრამის ნაწილია და 50-ვე შტატის წარმოჩენას ისახავს მიზნად, პარასკევს დროებით შეჩერდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ 38 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

მოგვიანებით, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით გაუქმდა ვაშინგტონში დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღის ყოველწლიური აღლუმიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათს სიცხის აღქმადი მაჩვენებელი 46 გრადუს ცელსიუსამდე უნდა გაიზარდოს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში შუა დასავლეთიდან გავრცელდა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამის მიზეზი ე.წ. „სიცხის გუმბათია“ - მაღალი წნევის სისტემა, რომელიც ცხელ ჰაერს კონკრეტულ რეგიონში აკავებს და ტენიანობის ზრდასაც იწვევს.

ექსტრემალურმა სიცხემ ელექტროენერგიის სისტემაზეც მოახდინა გავლენა. ქვეყნის უმსხვილესმა ელექტროსისტემის ოპერატორმა PJM-მა, რომელიც დაახლოებით 67 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, ავარიული ენერგოდაზოგვის პროგრამებში ჩართულ მომხმარებლებს მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი გენერატორების მწყობრიდან გამოსვლა, გადატვირთული ელექტროგადამცემი ხაზები და კონდიციონერების გამოყენების მკვეთრი ზრდა გახდა, წერს სააგენტო.

ნიუ-იორკში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 17 ათასი მომხმარებელი დარჩა. კომპანია Con Edison-მა მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

მიუხედავად უკიდურესი სიცხისა, ნიუ-იორკში ასობით ადამიანი შეიკრიბა Madison Square Garden-თან, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოპ ვარსკვლავ ტეილორ სვიფტისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტრევის კელსის საქორწილო ცერემონია გაიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა