მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფი რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად განთავსდა
Reuters: ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფი რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად განთავსდა

Reuters: ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფი რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად განთავსდა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო და შესაძლოა უკრაინაზე იერიშებისთვის 120-მდე ბალისტიკური რაკეტითა და ექვსი გამშვები დანადგარით იყოს აღჭურვილი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის ანდრი ჩერნიაკის განცხადებით, დანაყოფი, რომელშიც დაახლოებით 90 ჩრდილოკორეელი სამხედრო შედის, რუსეთის ვორონეჟის ოლქში, 112-ე სარაკეტო ბრიგადის შემადგენლობაში განთავსდება.

მისი თქმით, ფხენიანმა რუსეთს უკვე გადასცა KN-23 და KN-24 ტიპის კიდევ 40 ბალისტიკური რაკეტა და შესაბამისი პერსონალი, თუმცა საბოლოო რაოდენობა და განლაგების ფორმატი მომდევნო თვეში დაგეგმილ უმაღლესი დონის მოლაპარაკებებზე განისაზღვრება.

Reuters-ის ცნობით, რუსეთი 2023 წლის ბოლოდან უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს, თუმცა ჩრდილოკორეელი სამხედრო სარაკეტო დანაყოფის უშუალოდ რუსეთში განთავსება მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ნიშნავს.

უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების უფრო ინტენსიური გამოყენება დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით კი ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად განკუთვნილი საშუალებების, მწვავე დეფიციტი აქვს.

ჩერნიაკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკვე იმყოფება დაახლოებით 9 500 ჩრდილოკორეელი სამხედრო, ხოლო უახლოეს პერიოდში მათ შესაძლოა კიდევ 30 000 სამხედრო დაემატოს.

Reuters აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა კვლავ დაიწყო ჩრდილოკორეული რაკეტების გამოყენება უკრაინაზე თავდასხმებისას. ამ რაკეტებს შედარებით დიდი მოქმედების რადიუსი და ძლიერი ქობინები აქვთ, თუმცა, მათი სიზუსტე შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, ისინი უკრაინისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებიან, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, როდესაც მოსკოვმა შესაძლოა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები გააძლიეროს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისთვის უკვე გაგზავნა საარტილერიო საბრძოლო მასალა და დაახლოებით 14 000 სამხედრო. მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობა კი 2024 წელს გაფორმებული ურთიერთდაცვის შეთანხმების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 296 სტატია.

  • პუტინის განკარგულებით, რუსეთმა Nestlé-ს აქტივებზე კონტროლი დაამყარაBM.GE
  • ლორდ ვუდი: რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, რასაც უპასუხოდ არ დავტოვებთფორმულა
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

იმედი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

იმედი

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

იმედი

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი