მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდება
ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდება

ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდება

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები ორშაბათს, 3 აგვისტოს განახლდება. ეს ინფორმაცია ტრამპმა ჟურნალისტებს 2 აგვისტოს, საპრეზიდენტო თვითმფრინავში მიაწოდა, როდესაც უქმე დღეების შემდეგ ნიუ-ჯერსის რეზიდენციიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, ირანს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია მოლაპარაკებების განახლების მზადყოფნა და კონკრეტული თარიღი.

მოლაპარაკებების განახლების შესახებ ცნობამდე ცოტა ხნით ადრე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ სატელეფონო საუბარი გამართა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფარჰან ალ-საუდთან და პაკისტანის არმიის მეთაურ ასიმ მუნირთან. ცნობისთვის, პაკისტანი ამ პროცესში აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

თარიღის დასახელებამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა, რომ ირანზე მორიგი მასშტაბური დარტყმა გადადო. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მოკავშირე ქვეყნებისა და თავად ირანის თხოვნით მიიღეს, რადგან მომავალი შეთანხმების ძირითადი პირობები უკვე შეთანხმებულია და ის როგორც ჰორმუზის სრუტეს, ისე ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება. ტრამპმა ჟურნალისტებს დაუზუსტა, რომ შეტევისგან თავის შეკავება მას საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და კატარმა სთხოვეს, თუმცა შეკითხვაზე, რა არის შეთანხმების მიღწევის საბოლოო ვადა, კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • The Guardian: ტრამპი კანადისთვის ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შეთავაზებას „სასაცილოს“ უწოდებს და ბრიუსელს ტარიფებით ემუქრებაიმედი
  • კრემლმა დონალდ ტრამპის „ენერგეტიკული ზავის“ ინიციატივა მოიწონაBM.GE
  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

კობახიძე ნამახვანჰესზე: რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში

კობახიძე ნამახვანჰესზე: რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში

ფორმულა

ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდება

ტრამპი EU-ს ტარიფებით ემუქრება, თუ კანადა ასოცირებული წევრი გახდება

ფორმულა

რატომ ხდება ინფორმირებული არჩევანი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა?

რატომ ხდება ინფორმირებული არჩევანი თანამედროვე კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა?

ფორმულა

კობახიძე: იმდენად სუფთად ვმუშაობთ, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი

კობახიძე: იმდენად სუფთად ვმუშაობთ, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი

ფორმულა