მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ესპანეთში ტყის ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19-ს ეძებენ
Reuters: ესპანეთში ტყის ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19-ს ეძებენ

Reuters: ესპანეთში ტყის ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19-ს ეძებენ

იმედი|imedinews.ge

ესპანეთის სამხრეთში, ანდალუსიის რეგიონში გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ანდალუსიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის ანტონიო სანსის განცხადებით, დაღუპულთა შორის მხოლოდ ერთია ესპანეთის მოქალაქე, დანარჩენები კი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მისი თქმით, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციას, ადგილზე დარჩენილიყვნენ, არ დაემორჩილნენ და ავტომობილებით გაქცევა სცადეს, როდესაც ცეცხლი ალმერიის პროვინციაში, ქალაქ ლოს-გალიარდოსის მიმდებარე ტყიან ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

სანსის ინფორმაციით, ერთ ავტომობილში ოთხი ადამიანი დაიღუპა. სავარაუდოდ, ისინი ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ, რადგან მანქანას მარჯვენასაჭიანი მართვის სისტემა ჰქონდა. კიდევ შვიდი ადამიანის ცხედარი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მათ ავტომობილები მიატოვეს და ევაკუაციის გეგმით გაუთვალისწინებელი მარშრუტით ფეხით გაქცევა სცადეს.

„შედეგები უმძიმესია. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა, ან შესაძლოა ყველა, უცხო ქვეყნის მოქალაქეა“, – განაცხადა ანტონიო სანსმა.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ მომხდარი 2017 წელს პორტუგალიაში განვითარებულ ტრაგედიას ჰგავს, როდესაც ძლიერი სიცხის ფონზე გაჩენილ ტყის ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათი დიდი ნაწილი კი გაქცევის მცდელობისას ავტომობილებში დაიწვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

იმედი

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

იმედი

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი