მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თადვასხმების მოსაწყობად ერაყში ფარული ქსელი შექმნა
Reuters: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თადვასხმების მოსაწყობად ერაყში ფარული ქსელი შექმნა

Reuters: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თადვასხმების მოსაწყობად ერაყში ფარული ქსელი შექმნა

იმედი|imedinews.ge

ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსმა ერაყში ახალი ფარული დაჯგუფებები შექმნა, რომელთა მიზანიც სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებაა, სადაც ამერიკული სამხედრო ძალებია განთავსებული. ინფორმაციას Reuters-ი ერაყულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ირანმა ამ ნაბიჯით გვერდი აუარა უკვე არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რათა მისი საქმიანობა ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. სამი წყაროს ინფორმაციით, 20 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში სამმა ან ოთხმა ფარულმა ჯგუფმა, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 10 ელიტური ერაყელი შიიტი მებრძოლისგან შედგებოდა, სულ მცირე შვიდი დრონით თავდასხმა განახორციელა. თავდასხმები ერაყის სამხრეთ ნაწილში, ბასრასა და სამავას მახლობლად მდებარე უდაბნოებიდან განხორციელდა და მიზანში ქუვეითის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ობიექტები იყო ამოღებული.

დაჯგუფებების წევრთა ნაწილი ე.წ. ერაყის ისლამური წინააღმდეგობიდან არის გადმოყვანილი. ეს ორგანიზაცია შიიტური რადიკალური ფრაქციების გაერთიანებაა, რომელსაც ათასობით მებრძოლი ჰყავს. თუმცა, წყაროების თქმით, ახალი ჯგუფები ამ სტრუქტურის სარდლობას არ ექვემდებარებიან და უშუალოდ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს აბარებენ ანგარიშს.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული ფარული ქსელების შექმნის შესახებ ინფორმაცია აქამდე საჯაროდ არ გავრცელებულა. ადგილობრივი პოლიციის ხუთი მეთაურის შეფასებით, ეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტაქტიკის ცვლილებაზე მიუთითებს და მიზნად ისახავს თეირანის გავლენისა და სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნებას რეგიონში იმ ფონზე, როდესაც ირანის მოკავშირე შეიარაღებული დაჯგუფებები მნიშვნელოვნად დასუსტდნენ, ხოლო თავად ირანი სამხედრო და ეკონომიკურ რესურსებს კარგავს.

ერაყი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტია, მრავალი შეიარაღებული დაჯგუფების საქმიანობის არეალია, რომელთა დიდი ნაწილი თეირანთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. ეს ჯგუფები ირანის „წინააღმდეგობის ღერძის“ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც ღაზის სექტორს, ლიბანს, იემენსა და ერაყს აერთიანებს, წერს Reuters-ი.

„ერაყის ისლამური წინააღმდეგობის“ სახელით მოქმედმა დაჯგუფებებმა 28 თებერვლის შემდეგ, როდესაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახორციელეს, საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ერაყში ამერიკულ ობიექტებზე ათეულობით სარაკეტო და დრონით თავდასხმაზე. ამას აშშ-ის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ირანის მოკავშირე ძალების მასობრივი მობილიზაცია ერაყის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • „ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურებაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი