
Reuters: ლატვიამ საკუთარ საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო, ფინეთმა კი ბალტიის ზღვის ნაწილში შეზღუდვები დააწესა
ნატოს საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში მორიგე გამანადგურებელმა დილით დრონი ჩამოაგდო, რომელიც ლატვიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლატვიის შეიარაღებულ ძალებს დრონის ან მისი წარმომავლობის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია.
ფინეთმა, თავის მხრივ, რომელიც ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრია და რუსეთთან საზღვარი აქვს, პრევენციული ზომების ფარგლებში, შესაძლო დრონების საფრთხის გამო, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში დროებით შეზღუდა საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა, წერს სააგენტო.
როგორც Reuters-ი იუწყება, რუსეთისა და უკრაინის მეზობელი ქვეყნები პერიოდულად აცხადებენ საჰაერო საფრთხის შესახებ და დრონებსაც აგდებენ, მაშინ როდესაც მოსკოვი და კიევი აგრძელებენ ერთმანეთზე თავდასხმებს, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიმდინარეობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge