მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მშვენივრად დადიოდნენ რუსეთში, ატარებდნენ კონცერტებს, საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ და დღეს, როდესაც უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა განახორციელა აგრესია, ე.წ. პრინციპულობა გამოიჩინეს, რაც პირდაპირ რუსოფობიაში გადაიზარდა - დავით მათიკაშვილი
მშვენივრად დადიოდნენ რუსეთში, ატარებდნენ კონცერტებს, საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ და დღეს, როდესაც უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა განახორციელა აგრესია, ე.წ. პრინციპულობა გამოიჩინეს, რაც პირდაპირ რუსოფობიაში გადაიზარდა - დავით მათიკაშვილი

რუსთავი 210 აგვისტო, 2026, 14:48|rustavi2.ge

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კულტურისა და მეცნიერების სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ჩვეულებრივად თანამშრომლობდნენ, დღეს ე.წ. პრინციპულობას იჩენენ, რაც მიზანმიმართულ რუსოფობიაშია გადაზრდილი.

მისი შეფასებით, რთული დასაჯერებელია, რომ ეს ორმაგი სტანდარტი შემთხვევითობაა და ის უფრო ერთიანი ფრონტით განხორციელებულ, ანტიქართული ხასიათის ქმედებას ჰგავს.

"ფაქტია და საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რა მასშტაბის ქმედებებს ჰქონდა ადგილი 2008 წლის შემდგომ. კულტურის მოღვაწეები თუ მეცნიერების სფეროდან ცალკეული პირები, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მშვენივრად თანამშრომლობდნენ რუსეთთან, არანაირი პრინციპული დამოკიდებულება არ ჰქონდათ, მიუხედავად 2008 წლის ომისა, მიუხედავად 400-ზე მეტი დაღუპულისა და დაკარგული, დროებითი ტერიტორიებისა და ასე შემდეგ.

მშვენივრად დადიოდნენ რუსეთში, ატარებდნენ კონცერტებს, საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ და და დღეს, როდესაც უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა განახორციელა აგრესია, ე.წ. პრინციპულობა გამოაჩინეს, რაც პირდაპირ რუსოფობიაში არის გადაზრდილი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სწორედ ეს კითხვის ნიშნები იყო დასმული და საზოგადოებამ თვითონ გასცეს პასუხი - ეს შემთხვევითი დამთხვევაა, რომლის დაჯერებაც ნამდვილად რთულია, თუ რაღაც მიზანმიმართული, ერთიანი ფრონტით განხორციელებული ქმედებები, რომელიც, სამწუხაროდ, ანტიქართულ ხასიათს ატარებს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს. ან უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს, რაც ასე მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა - კობა ლიკლიკაძე

ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს. ან უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს, რაც ასე მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა - კობა ლიკლიკაძე

რუსთავი 2

აგვისტოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება

აგვისტოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება

რუსთავი 2

"ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. ინფორმაციისთვის, მეომარ ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული" - მალხაზ თოფურია

"ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. ინფორმაციისთვის, მეომარ ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული" - მალხაზ თოფურია

რუსთავი 2

გვეუბნებიან, თქვენ შეერკინეთ ახლა რუსეთსო, მერე ჩვენ რუსეთს ფულს გადავუხდით, იმიტომ, რომ ნავთობი გვჭირდება, აბა ხომ არ გავიყინებით და სინათლეც გვინდა, და საქართველოს რა ინტერესები ექნება, რაში აინტერესებს ევრობიუროკრატიას - გურამ მაჭარაშვილი