მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ლუკაშენკომ უარყო ყოველგვარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაებმება, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აგრესიის შემთხვევაში თავს ერთობლივად დაიცავენ
Reuters: ლუკაშენკომ უარყო ყოველგვარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაებმება, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აგრესიის შემთხვევაში თავს ერთობლივად დაიცავენ

Reuters: ლუკაშენკომ უარყო ყოველგვარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაებმება, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აგრესიის შემთხვევაში თავს ერთობლივად დაიცავენ

იმედი|imedinews.ge

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უარყო ყოველგვარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაებმება, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აგრესიის შემთხვევაში თავს ერთობლივად დაიცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ იგი მზად არის შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ მიანიშნებდა, რომ ბელარუსი შესაძლოა უფრო მეტად ჩაერთოს მიმდინარე კონფლიქტში.

„რაც შეეხება [ზელენსკის] განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბელარუსი ომში ჩაებმება, როგორც ახლახან ვთქვი, ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება - თუ ჩვენს ტერიტორიაზე აგრესია განხორციელდება“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

„ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს მამულს... სადაც ჩვენი ორი ქვეყანა დგას“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, თუ ზელენსკის სურს „რამეზე საუბარი, დისკუსია ან შესაძლოა სხვა რამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ნებისმიერ ადგილას - უკრაინაში, ბელარუსში - მზად ვარ შევხვდე მას და განვიხილო ჩვენს ურთიერთობებში არსებული პრობლემები“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი