მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: მონაკოში აფეთქების საქმეზე, რა დროსაც სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი მძიმედ დაიჭრა, ეჭვმიტანილი ქალია
Reuters: მონაკოში აფეთქების საქმეზე, რა დროსაც სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი მძიმედ დაიჭრა, ეჭვმიტანილი ქალია

Reuters: მონაკოში აფეთქების საქმეზე, რა დროსაც სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი მძიმედ დაიჭრა, ეჭვმიტანილი ქალია

იმედი|imedinews.ge

მონაკოში რამდენიმე დღის წინ მომხდარი აფეთქების საქმეზე, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდნენ ბიზნესმენი უკრაინიდან ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და შვილი, სამართალდამცველები ქალს ეძებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გერმანიის ტერიტორიაზე შენიშნეს. მის დასაკავებლად მონაკოს ხელისუფლებამ უკვე გამოსცა სპეციალური ორდერი. ბრალდებულზე აგრეთვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა საცხოვრებელი კორპუსის წინ ამანათი დატოვა, რომელიც მოგვიანებით აფეთქდა. სამივე დაზარალებული იმავე შენობის პირველ სართულზე ცხოვრობს.

თავდაპირველად სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცი იყო, თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი ქალია. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ის მუქი ფერის პანამის ტიპის ქუდითა და მუქი ტანსაცმლით არის დაფიქსირებული.

გამომძიებლების ცნობით, აფეთქების შემდეგ ეჭვმიტანილმა ფეხით გადაკვეთა მონაკო-საფრანგეთის საზღვარი. მონაკოსა და საფრანგეთს შორის სასაზღვრო კონტროლი არ მოქმედებს.

ერმოლაევი მონაკოში უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გადასახლდა. 2023 წლის დეკემბერში უკრაინის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. უკრაინული მედიის ცნობით, ერმოლაევის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მიზეზი გახდა ის, რომ მან ოკუპირებული ყირიმში ალკოჰოლის ბიზნესის წარმოებაზე უარი არ განაცხადა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა