მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 469 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 469 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 469 ადამიანი ემსხვერპლა

იმედი|imedinews.ge

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 496 ადამიანი ემსხვერპლა.

ორივე ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად თითქმის 1000 ადამიანი ითვლება. სტიქია ოთხშაბათს დილით მყინვარის ჩამოშლას მოჰყვა, რის შედეგადაც ჰიმალაის მთის მდინარეების სისტემებში კლდის, ყინულის, ტალახისა და ნამსხვრევების უზარმაზარი მასა დაიძრა.

ნეპალში სამაშველო ჯგუფები მძიმე ტექნიკის გამოყენებით ტალახსა და ნამსხვრევებში ეძებენ ადამიანებს იმ დასახლებებში, რომლებიც ორი დღის წინ უეცარმა წყალდიდობამ გაანადგურა. გადარჩენილების პოვნის იმედი მცირდება, პარალელურად კი ხელისუფლება ახალი კატასტროფული წყალდიდობის რისკის შემცირებას ცდილობს, იუწყება სააგენტო.

წყალდიდობამ სოფლებსა და ხეობებში გადაინაცვლა და გაანადგურა ელექტროსადგურები, გზები და ხიდები მარშრუტზე, რომელიც ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს ტიბეტის ქალაქ ლჰასასთან აკავშირებს და ტურისტებისა და მომლოცველებისთვის პოპულარულია. დაკარგულთა შორის სულ მცირე 540 უცხოელია.

ნეპალის ხელისუფლებამ გადარჩენილთა მოსაძებნად და ქალაქებსა და ხეობებში გარე სამყაროს მოწყვეტილი ათასობით ადამიანისთვის აუცილებელი დახმარების ჩასატანად ვერტმფრენები გამოიყენა. საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა, მათ შორის მეძებარი ძაღლების დახმარებით, ათეულობით ცხედარი იპოვეს, რომლებიც წყალმა დაბლობებისკენ წაიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მომხდარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ნეპალი-ტიბეტის საზღვარზე მომხდარ წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლაBM.GE
  • ინდოეთში ტაძარში მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპარუსთავი 2
  • მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
მომხდარი →

მსგავსი სტატიები

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკში, 6 ქვეყნის 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკში, 6 ქვეყნის 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა

იმედი

POLITICO: რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება ჰიბრიდულს

POLITICO: რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება ჰიბრიდულს

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს: ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს - თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს

ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი შექმნა და საკუთარ თავს უდიდებულესი მმართველი უწოდა

ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი შექმნა და საკუთარ თავს უდიდებულესი მმართველი უწოდა

იმედი