მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: რუსეთის თავდასხმების ფონზე უკრაინას ზაფხულში ელექტროენერგიის დეფიციტი ემუქრება
Reuters: რუსეთის თავდასხმების ფონზე უკრაინას ზაფხულში ელექტროენერგიის დეფიციტი ემუქრება

Reuters: რუსეთის თავდასხმების ფონზე უკრაინას ზაფხულში ელექტროენერგიის დეფიციტი ემუქრება

იმედი|imedinews.ge

უკრაინას, რომლის ენერგეტიკული სისტემა რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების სამიზნეა, ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიის დეფიციტი და მომხმარებლებისთვის მიწოდების შეზღუდვა ელოდება, მიუხედავად იმპორტისა და მზის ელექტროსადგურების მაღალი გამომუშავებისა. ინფორმაციას Reuters-ი უკრაინულ კვლევით ცენტრზე DiXi Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთი ომის განმავლობაში სისტემატურად უტევს უკრაინის ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც სერიოზულად დაზიანდა თბოელექტროსადგურები. ამან კიევი აიძულა გაეზარდა ელექტროენერგიის იმპორტი და პერიოდულად მომხმარებლებისთვის მასშტაბური გათიშვები დაეწესებინა.

DiXi Group-ის განცხადებით, თუ ჰაერის ტემპერატურა ზომიერი იქნება და ენერგოსისტემა დამატებით დაზიანებას არ მიიღებს, პიკური მოხმარების პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა 0,7 გიგავატს მიაღწიოს. თუმცა, ტემპერატურის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 2,4 გიგავატამდე გაიზრდება.

სიტუაციას დამატებით გაართულებს ატომური ელექტროსადგურების ენერგობლოკებზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„საშუალო დღიური ტემპერატურის მატებასთან ერთად, საათობრივი შეზღუდვები გარდაუვალი გახდება და ელექტროენერგიის დეფიციტი, შესაძლოა, ღამის საათებშიც დაფიქსირდეს, როდესაც მოხმარება ყველაზე დაბალია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კვლევითი ცენტრის შეფასებით, მაღალი ტემპერატურისა და ენერგოსისტემაზე დამატებითი დაზიანებების შემთხვევაში, დეფიციტი 6,2 გიგავატამდე გაიზრდება, მაშინ, როცა მოთხოვნა 15,8 გიგავატს შეადგენს, რაც დაახლოებით 40%-ს უდრის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი