მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: სპარსეთის ყურის რეგიონში CIA-ს ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას
Reuters: სპარსეთის ყურის რეგიონში CIA-ს ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას

იმედი|imedinews.ge

სპარსეთის ყურის რეგიონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას სამიზნეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ან უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროებმა აღნიშნეს, რომ ამერიკულ მხარეს CIA-ს ობიექტებზე განხორციელებულ იერიშებში რუსეთის სავარაუდო ჩართულობაზე მყარი დასკვნები ჯერ არ აქვს.

მიუხედავად ამისა, სავარაუდო არგუმენტებად ისინი დარტყმების მაღალ სიზუსტესა და ეფექტიანობას, ასევე ირანისთვის რუსეთის მიერ გაწეულ ფართო ტექნიკურ მხარდაჭერას ასახელებენ.

Reuters-ი და სხვა მედიასაშუალებები ადრეც იუწყებოდნენ - და ეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს - რომ რუსეთი ირანს ეხმარებოდა კოორდინატების მიწოდებითა და სხვა სახით, როდესაც თეირანი სპარსეთის ყურის რეგიონში ამერიკულ სამიზნეებს ურტყამდა. თუმცა, CIA-ს ობიექტებზე თავდასხმების მხარდაჭერაში რუსეთის სავარაუდო ჩართულობის შესახებ დაზვერვის მიერ დაწყებული გამოძიების დეტალები აქამდე უცნობი იყო.

როგორც Reuters-ი და სხვა მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, მარტში დარტყმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, სულ მცირე, ორ ობიექტზე განხორციელდა. მათგან ერთი რიადში, აშშ-ის საელჩოში განთავსებული CIA-ს რეზიდენტურა იყო, ხოლო მეორე - ერაყის აღმოსავლეთით მდებარეობდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, იერიში CIA-ს სხვა ობიექტებზეც მიიტანეს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.

დასავლური სადაზვერვო სააგენტოს შიდა მემორანდუმის თანახმად, დიდი ალბათობით, რუსეთმა გარკვეული როლი ითამაშა რეგიონში მდებარე CIA-ს ობიექტებზე თავდასხმების დაგეგმვაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 157 სტატია.

  • აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ თურქულ ბანკსა და მის ორ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესაფორმულა
  • ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდაBM.GE
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გურამ მაჭარაშვილი  ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ  რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

იმედი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი