მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას ტოვებს
Reuters: თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას ტოვებს

Reuters: თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას ტოვებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, ლეტივი პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების მრჩევლად და მოძრაობა MAGA-ს აქტივისტად გააგრძელებს მუშაობას.

28 წლის ლევიტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სურს, მეტი დრო გაატაროს მცირეწლოვან შვილებთან. მაისში მას მეორე შვილი შეეძინა და ცოტა ხნის წინ დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნდა.

„კეროლაინი თეთრ სახლში ნამდვილი ლიდერი იყო და ფენომენალურად ასრულებდა საქმეს სამართლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 2018 წლიდან, მათ შორის, 2024 წლის ისტორიული ხელახალი საარჩევნო კამპანიის დროს“, - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ლევიტს „თეთრი სახლის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრესმდივანი“ უწოდა.

თავის მხრივ, ლევიტმა თეთრ სახლში მუშაობას „ცხოვრების უდიდესი პატივი და თავგადასავალი“ უწოდა.

ლევიტი ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიას შეუერთდა და შემდეგ მისი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის გარდამავალი პერიოდის პრესსპიკერად მუშაობდა. მოგვიანებით ტრამპმა ის თეთრი სახლის პრესმდივნად დანიშნა.

ლევიტი ყველაზე ახალგაზრდა იყო მათ შორის, ვისაც ეს თანამდებობა იდესმე ჰქონია დაკავებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აბას არაღჩი: საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას თავი უნდა დაანებონ

აბას არაღჩი: საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას თავი უნდა დაანებონ

იმედი

12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

იმედი

ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა

ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა

იმედი

ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება

ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება

იმედი