მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება
Reuters: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება

Reuters: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ირანთან ომი მალე დასრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული ტიპის შეიარაღების მარაგებთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ, წერს სააგენტო.

„ვფიქრობ, ეს საკმაოდ მალე დასრულდება. არ მგონია, რომ მათ კიდევ დიდხანს შეძლონ გაგრძელება“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში, ირანთან ომზე საუბრისას.

მანამდე, სამშაბათს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში აშშ-ის არმიამ თითქმის სრულად ამოწურა მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების გლობალური მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი.

როდესაც ტრამპს საბრძოლო მასალის მარაგების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გარკვეული ტიპის შეიარაღების პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი აქვს, თუმცა აღიარა, რომ სხვა სახეობების მარაგები შეზღუდულია.

„გვაქვს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც ძალიან ძლიერია და რომლის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგიც გვაქვს. თუმცა არის სხვა ტიპის იარაღიც, რომლის მარაგები შედარებით შეზღუდულია“, - თქვა ტრამპმა.

მისივე თქმით, ამერიკული თავდაცვითი კომპანიები დამატებით საწარმოო ობიექტებს აშენებენ, მათ შორის Patriot-ისა და Tomahawk-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • გაეროს ასამბლეას ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრებიან - აშშ-მა მათ ვიზები მისცაBM.GE
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • ირანი შეთანხმების მიღწევას დაჩქარებულად და ნებისმიერ ფასად ცდილობს - დონალდ ტრამპირუსთავი 2
ირანის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

დავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხმობს, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მიზეზი იმისა, რაც დაემართა მოქმედ კანცლერს გერმანიაში

ალის ვაიდელი: ფრიდრიხ მერცი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ კანცლერობის არასწორი კანდიდატია და პარტიასაც უფსკრულისკენ მიაქანებს - ის თითქმის 2 წელია რაღაც რეფორმებს გვპირდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია

გიორგი სოსიაშვილი: ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება

გიორგი სოსიაშვილი: ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება

იმედი

ტეხასში პოლიციის მხრიდან ძალადობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს

ტეხასში პოლიციის მხრიდან ძალადობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს

იმედი