მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში ნატოელ მოკავშირეებს აცნობებს, რომ შეამცირებს იმ სამხედრო შესაძლებლობების რესურსს, რომელსაც აშშ ალიანსის ევროპული წევრების დასახმარებლად გამოყოფდა სერიოზული კრიზისის შემთხვევაში
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში ნატოელ მოკავშირეებს აცნობებს, რომ შეამცირებს იმ სამხედრო შესაძლებლობების რესურსს, რომელსაც აშშ ალიანსის ევროპული წევრების დასახმარებლად გამოყოფდა სერიოზული კრიზისის შემთხვევაში

იმედი|imedinews.ge

ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში ნატოელ მოკავშირეებს აცნობებს, რომ შეამცირებს იმ სამხედრო შესაძლებლობების რესურსს, რომელსაც აშშ ალიანსის ევროპული წევრების დასახმარებლად გამოყოფდა სერიოზული კრიზისის შემთხვევაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, რომელიც „ნატოს ძალების მოდელის“ (NATO Force Model) სახელითაა ცნობილი, ალიანსის წევრი ქვეყნები განსაზღვრავენ ხელმისაწვდომი სამხედრო ძალების რესურსს, რომელთა გააქტიურებაც შესაძლებელი იქნება კონფლიქტის ან ნებისმიერი სხვა მასშტაბური კრიზისის დროს - მაგალითად, ნატოს წევრზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ომისდროინდელი ძალების ზუსტი შემადგენლობა მკაცრად გასაიდუმლოებულია, პენტაგონმა გადაწყვიტა მნიშვნელოვნად შეამციროს თავისი ვალდებულებების მოცულობა - განაცხადეს წყაროებმა.

ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მკაფიოდ აქვს გამოხატული პოზიცია, რომ საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა თავად ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა აიღონ და არა აშშ-მა. მოკავშირეების მისამართით ამ კვირაში გაჟღერებული მესიჯი იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს პოლიტიკა უკვე საქმედ იქცევა.

რამდენიმე დეტალი კვლავ ბუნდოვანი რჩება, მათ შორის ის, თუ რამდენად სწრაფად გეგმავს პენტაგონი კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების პასუხისმგებლობის ევროპელ მოკავშირეებზე გადაბარებას. თუმცა, წყაროების ცნობით, პენტაგონი პარასკევს, ბრიუსელში, თავდაცვის პოლიტიკის ხელმძღვანელების შეხვედრაზე აპირებს განაცხადოს საკუთარი განზრახვის შესახებ, რომელიც ვალდებულებების შემცირებას გულისხმობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი