მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს
Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

იმედი|imedinews.ge

აშშ უკრაინასთან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზირების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა. ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინისთვის Patriot PAC-3-ის ტიპის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭებაა. კიევი ცდილობს ან თავად დაიწყოს რაკეტების წარმოება, ან, სულ მცირე, მიიღოს მათი კომპონენტების დამზადებისა და ევროპაში, პირველ რიგში გერმანიაში, საბოლოო აწყობის შესაძლებლობა.

Reuters-ის ცნობით, ივლისში ნატოს სამიტზე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ასეთი შეთანხმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა. წყაროების განცხადებით, პრეზიდენტს შეშფოთება აშშ-ის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების დაცვის საკითხმა გაუჩინა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩი ნატოში მეთიუ უიტაკერი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთ განსახილველ ვარიანტად უკრაინის აშშ-ევროპის ერთობლივ Patriot-ის საწარმოო პროგრამაში ჩართვა განიხილება. ასევე, მუშავდება შედარებით იაფი რაკეტის შექმნის შესაძლებლობაც. პროცესში ჩართულია ამერიკული თავდაცვითი კომპანია Lockheed Martin და განიხილება ახალი ACE-ის ტიპის რაკეტის კონცეფციაც.

წყაროების შეფასებით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი მისი განხორციელება სწრაფად ვერ მოხდება. ლიცენზირების, ტექნოლოგიების გადაცემისა და საწარმოო ხაზების შექმნის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელს გასტანს.

ამ ეტაპზე უკრაინა პარტნიორებს მოუწოდებს, საკუთარი მარაგებიდან Patriot-ის რაკეტები გადასცენ, რადგან რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით გახშირებული თავდასხმების ფონზე ქვეყანას მათი მწვავე დეფიციტი აქვს.

Reuters-ის ცნობით, Patriot-ის რაკეტების გლობალური მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის ირანთან ომის პერიოდში მათი ინტენსიური გამოყენების გამო, რაც უკრაინისთვის დამატებითი სისტემებისა და რაკეტების მიწოდებას კიდევ უფრო ართულებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • აშშ-მა და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს - დონალდ ტრამპიBM.GE
  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც

ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან

ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან

იმედი