მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების წესის გამკაცრებას
Reuters: ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების წესის გამკაცრებას

Reuters: ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების წესის გამკაცრებას

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ ახალ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების შეზღუდვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი მცდელობაა, შეცვალოს აშშ-ის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების პრაქტიკული განმარტება, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ მსგავსი წინა ინიციატივა არაკონსტიტუციურად ცნო.

დაბადებით მოქალაქეობის შეზღუდვა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თეთრი სახლი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „დაბადების ტურიზმზე“, როდესაც უცხო ქვეყნის ორსული მოქალაქეები აშშ-ში ბავშვის გასაჩენად ჩადიან, რათა ახალშობილმა ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად მიიღოს.

30 ივნისს უზენაეს სასამართლოში განცდილი მარცხის შემდეგ, ტრამპმა კონგრესს შესაბამისი კანონმდებლობის მიღებისკენ მოუწოდა, თუმცა საბოლოოდ ახალი შეზღუდვების დაწესება აღმასრულებელი ბრძანებებით გადაწყვიტა. ასეთი ბრძანებები აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკას განსაზღვრავს, თუმცა კონგრესის მიერ მიღებული კანონის ძალა არ აქვს.

უზენაესმა სასამართლომ ტრამპის წინა აღმასრულებელი ბრძანება არაკონსტიტუციურად ცნო. ის ეხებოდა იმ ბავშვებს, რომელთა მშობლები აშშ-ში არალეგალურად ან დროებით იმყოფებოდნენ.

ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ახალი ბრძანებები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს სცდება, რადგან მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის ისტორიულად არსებული ვიწრო გამონაკლისების ახალი ინტერპრეტაციის ჩამოყალიბებას და იმ პირთა წრის გაფართოებას, რომლებსაც ეს უფლება არ ექნებათ.

„ამ ბრძანებაზე ხელმოწერის მომენტიდან ე.წ. დაბადების ტურიზმი აკრძალულია“, - განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა სტივენ მილერმა ოვალურ კაბინეტში გამართულ ცერემონიაზე.

“საიმიგრაციო კვლევების ცენტრის“ 2020 წლის შეფასებით, 2016-2017 წლებში, ერთი წლის განმავლობაში, აშშ-ში ბავშვის გასაჩენად დაახლოებით 20 000-25 000 უცხოელი ქალი ჩავიდა. 2025 წელს შეერთებულ შტატებში 3,6 მილიონი ბავშვი დაიბადა.

ტრამპმა გუშინ ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ 30 ივნისის უზენაესი სასამართლოს 6-3 გადაწყვეტილება „ძალიან სამწუხარო“ იყო. მისი თქმით, ადამიანები „დაბადების ტურიზმის გარშემო ბიზნესს აშენებენ“.

„ასე არ უნდა მუშაობდეს სისტემა. ეს სირცხვილია. ისინი მოქალაქეობას ფულით ყიდულობენ და ამის საშუალებას აღარ მივცემთ“, - განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 199 სტატია.

  • ტრამპი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, ეს აბსურდული ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესრუსთავი 2
  • თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის - ტრამპიტვ პირველი
  • აშშ-ში ვიზიტისას კობახიძის შეხვედრა ტრამპთან დაგეგმილი არ არის | შალვა პაპუაშვილის განმარტებაBM.GE
  • ზელენსკი: დონალდ ტრამპს ვესაუბრე, შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზეფორმულა
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა

იმედი

უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ

უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ

იმედი

გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს, რომელიც წარმოშობს ენერგეტიკული სატრანზიტო გზების სტაბილურობის უზრუნველყოფის საყოველთაო ინტერესს

ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა

ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა

იმედი