მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა
Reuters: ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა

Reuters: ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა

იმედი|imedinews.ge

სამშაბათს გასაჯაროებული წერილის თანახმად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა უპასუხა დევნილობაში მყოფი ოპოზიციური ჯგუფის, „ბელარუსის დემოკრატიული ფორუმის“ მიმართვას. ამ უკანასკნელმა მაისში ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი გაუგზავნა, სადაც კიევს ლუკაშენკოს წინააღმდეგ ომის დანაშაულების, გენოციდისა და „სახელმწიფო ტერორის“ ბრალდებებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება სთხოვა.

„ფორუმმა“ მას ბრალი დასდო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში თანამონაწილეობასა და სულ მცირე 2 442 უკრაინელი ბავშვის ბელარუსში იძულებით გადაყვანაში. აღნიშნული პროცესი იელის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიის მიერ მომზადებულ ანგარიშშია დოკუმენტირებული.

სამშაბათს ზელენსკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, ოლეგ ტატაროვმა „ფორუმს“ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი მიმართვა პროკურატურას გადაეგზავნა. უწყებას ეთხოვა, სამართლებრივი საფუძვლის გამოკვეთის შემთხვევაში, „შესაბამისი რეაგირების ზომები მიიღოს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 262 სტატია.

  • ევროკავშირი უკრაინას 6.1 მილიარდ ევროს გამოუყოფს - თანხა Patriot-ის რაკეტების შეძენასაც მოხმარდებაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ზელენსკის →პროკურორი →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი