მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რათა დროებითი შეზღუდვა მაქსიმალურად მალე მოიხსნას
რევაზ სოხაძე: არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რათა დროებითი შეზღუდვა მაქსიმალურად მალე მოიხსნას

რევაზ სოხაძე: არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რათა დროებითი შეზღუდვა მაქსიმალურად მალე მოიხსნას

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, არსებული ხიდის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისა და მოძრაობის შეფერხებების პრევენციის მიზნით, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები დროებით ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით გადაადგილდებიან.

„ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომლის მიზანია არსებულ ხიდზე მაღალი დატვირთვით გამოწვეული დაზიანებებისა და, შესაბამისად, უფრო მასშტაბური შეზღუდვების თავიდან აცილება. შეზღუდვა წლის ბოლომდე იმოქმედებს და ახალი ხიდის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მოიხსნება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალია, 60 კმ/სთ სიჩქარის რეჟიმით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილები არსებული რეჟიმით განაგრძობენ გადაადგილებას.

„გვესმის, რომ სატვირთო მოძრაობის ალტერნატიულ მარშრუტზე გადართვა გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მცხეთის მოსახლეობას და ამისთვის მათ წინასწარ ბოდიშს ვუხდი. თუმცა, ეს არის იძულებითი და დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება. ახალი ხიდის მშენებლობაზე მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს და შეზღუდვაც მოიხსნას“, — განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მოძრაობის მაღალი ინტენსივობისა და დატვირთვის პირობებში ხიდის სავალ ნაწილზე პერიოდულად წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა შეკეთებაც მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას საჭიროებს.

მსგავსი შეფერხებების პრევენციის მიზნით, 13 აგვისტოს 00:00 საათიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით გადაადგილდება. საპირისპირო მიმართულებით სატვირთო ავტომობილების, ხოლო ორივე მიმართულებით მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა არსებული რეჟიმით გრძელდება.

არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euractiv: ძლიერი ხანძრების გამო ევროკავშირის ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა

Euractiv: ძლიერი ხანძრების გამო ევროკავშირის ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა

იმედი

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება

იმედი

ნინო წილოსანი: 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში, შემდეგ კი უკვე ვითომ ოპოზიციის სახით, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედებდა ძალა, რომლის პოლიტიკაც საერთოდ არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს და საოცარი სიზუსტით ერგებოდა გარედან შეცვლილ პოლიტიკურ კონიუნქტურასა და გარედან წამოსულ დავალებებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

იმედი