მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euractiv: ძლიერი ხანძრების გამო ევროკავშირის ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა
Euractiv: ძლიერი ხანძრების გამო ევროკავშირის ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა

Euractiv: ძლიერი ხანძრების გამო ევროკავშირის ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ძლიერი ხანძრების გამო გაერთიანების ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გვალვით მოცული 38%-იდან ტერიტორიების 14,8% არის სასოფლო-სამეურნეო მიწები, ხოლო 14,5% - ტყეები.

ხანძრებით გამოწვეული გვალვის გამო ევროკავშირის მეცხოველეობის სექტორი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ფერმერები ზამთრისთვის განკუთვნილი საკვების მარაგების გამოყენებას ჩვეულებრივზე რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. გამხმარ საძოვრებსა და დაზიანებულ ნათესებთან ერთად ეს ცხოველებისთვის საკვების მიწოდებას სულ უფრო ამცირებს, წერს Euractiv-ი.

გვალვა ევროპულ სოფლის მეურნეობას არა მხოლოდ მესაქონლეობის თვალსაზრისით, არამედ ფართო მასშტაბით აზარალებს და პრობლემებს უქმნის როგორც ზეითუნის ზეთისა და ღვინის წარმოებას, ისე მნიშვნელოვან კულტურებს, მათ შორის სიმინდსა და მზესუმზირას. საფრანგეთი, რომელიც ევროკავშირში სიმინდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მოსავლისთვის ემზადება.

გამხმარ საძოვრებსა და საკვების გაძვირებას ებრძვიან ფერმერები ესპანეთშიც.

„მაისში უკვე 32-35 გრადუს ტემპერატურას ვაფიქსირებდით“, - განაცხადა ესპანელ ფერმერთა პროფკავშირის ASAJA-ს წარმომადგენელმა ხუან ლუის დელგადომ.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ნალექის რაოდენობა შედარებით კარგი იყო, ადრეულმა სიცხემ საძოვრების გამოშრობა და წყლის ხელმისაწვდომობის შემცირება გამოიწვია.

დელგადოს თქმით, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში მარცვლეულისა და ჩალის დაბალმა მოსავალმა საკვების ფასი გაზარდა. მისივე განცხადებით, ცხოველთა დაავადებებთან დაკავშირებული ექსპორტის შეზღუდვები ფასებზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

ანალოგიური ვითარებაა გერმანიასა და ირლანდიაში, წერს გამოცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენფორმულა
  • ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - EU-ს პრეს-სპიკერის განცხადებაBM.GE
  • ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამსრუსთავი 2
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: მზად ვართ ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ

ფაშინიანი: მზად ვართ ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ

იმედი

რევაზ სოხაძე: არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რათა დროებითი შეზღუდვა მაქსიმალურად მალე მოიხსნას

რევაზ სოხაძე: არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რათა დროებითი შეზღუდვა მაქსიმალურად მალე მოიხსნას

იმედი

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება

იმედი

ნინო წილოსანი: 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში, შემდეგ კი უკვე ვითომ ოპოზიციის სახით, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედებდა ძალა, რომლის პოლიტიკაც საერთოდ არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს და საოცარი სიზუსტით ერგებოდა გარედან შეცვლილ პოლიტიკურ კონიუნქტურასა და გარედან წამოსულ დავალებებს