მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას
რევაზ სოხაძე: ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას

რევაზ სოხაძე: ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას

იმედი|imedinews.ge

ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მკაცრდება მიდგომები- აღარ იქნება შესაძლებელი მხოლოდ სახელის ცვლილებით ერთი და იგივე დამფუძნებლების მიერ ახალი კომპანიების ჩამოყალიბება. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. შეფერხებულ პროექტებზე საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობა იდენტიფიცირებულ პრობლემებზე დროულად რეაგირებს.

„ჩვენ გვაქვს გაჭიანურებული პროექტები, კრიზისულ პირობებში ვმართავთ მათ. ზოგი დასრულდება, ზოგთან კი შესაძლოა ხელშეკრულების გაწყვეტა მოგვიწიოს. მთავარია, რომ გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს და სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდეს,“ – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანა არა პრობლემების წარმოშობის მიზეზების ძიება არამედ მათი სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაა.

„ჩვენი მიზანია, ქვეყანამ საბოლოო ჯამში შედეგი მიიღოს. სამინისტროს გადაწყვეტილებები ინფრასტრუქტურული სექტორის გაჯანსაღებას, კერძო კომპანიებისთვის სამართლიანი პირობების შექმნას და საზოგადოების ხარისხიანი, დროულად შესრულებული პროექტებით უზრუნველყოფას ემსახურება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება