მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტია რესურსების ეფექტიანი გამოყენებით მაღალი ხარისხის პროექტების განხორციელება
რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტია რესურსების ეფექტიანი გამოყენებით მაღალი ხარისხის პროექტების განხორციელება

რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტია რესურსების ეფექტიანი გამოყენებით მაღალი ხარისხის პროექტების განხორციელება

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც დათქმული ვადების დაცვას, ისე შესრულებული სამუშაოების ხარისხს.

„პროექტების დათქმულ ვადებში განხორციელებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ხარისხი. ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მიუხედავად იმისა, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანია ასრულებს მას, უნდა შესრულდეს უმაღლესი ხარისხით. ხარისხი ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრები უხარისხო პროდუქტში დაიხარჯოს და არ მივიღებთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმების განხორციელების აქტიურ ეტაპზეა და სექტორის გაჯანსაღება ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს - სახელმწიფო რესურსების ეფექტიან და მიზნობრივ ხარჯვას, ასევე პროცესების სრულ გამჭვირვალობასა და მაღალი ხარისხის შედეგის უზრუნველყოფას.

„ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს თითოეული თეთრი დაიხარჯოს ეფექტიანად, პროცესები იყოს გამჭვირვალე, ყველასთვის გასაგები და საბოლოოდ ქვეყანამ მიიღოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს პრინციპული დამოკიდებულების ნათელი მაგალითია სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის გურიის მონაკვეთი, რომლის მიღებაც ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნების გამო გადაიდო.

„სამუშაოები დაახლოებით სამი თვის წინ დასრულდა, თუმცა ობიექტი არ ჩავიბარეთ, რადგან ხარისხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები გვქონდა. კონტრაქტორმა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად ყველა ხარვეზი გამოასწორა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი პროექტის დასრულება. უახლოეს დღეებში ოფიციალურად გავხსნით სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 6-კილომეტრიან მონაკვეთს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტრომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებისთვის სექტორში საქმიანობა უფრო ხელსაყრელი, კომფორტული და კონკურენტული გამხდარიყო. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მოთხოვნები უცვლელია და თითოეულმა კონტრაქტორმა მკაცრად უნდა დაიცვას, როგორც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები, ისე ხარისხის სტანდარტები.

„ჩვენ შევქმენით კომპანიებისთვის გაცილებით უკეთესი პირობები, თუმცა მათგანაც ველით პასუხისმგებლობას. სახელმწიფოს მოთხოვნები ვადებთან და ხარისხთან დაკავშირებით არის მკაფიო და ამ საკითხებში არანაირი კომპრომისი არ იქნება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო უწყებების ხელმძღვანელები რეგულარულად იმყოფებიან სამშენებლო ობიექტებზე, პირადად აკონტროლებენ მიმდინარე სამუშაოებს და აქტიურად არიან ჩართულნი მონიტორინგის პროცესში, რათა ყველა პროექტი დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • 1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმები ონლაინ formebi.emis.ge-ზეც გაიყიდება - სამინისტროBM.GE
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი