მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს და აგრძელებს სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას
რევაზ სოხაძე: საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს და აგრძელებს სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას

რევაზ სოხაძე: საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს და აგრძელებს სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს მიმზიდველობას მხოლოდ განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა არ განსაზღვრავს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობა, პროგნოზირებადი გარემო და სანდოობა.

„რაც უფრო ეფექტიანად გამოვიყენებთ ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს, მით უფრო მეტად აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი საგზაო პროექტი მიმდინარეობს. მისი თქმით, მიმდინარე წელს, სამტრედიის ხიდის მონაკვეთის გარდა, სრულად გაიხსნება თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.

აქტიურად გრძელდება სამუშაოები კახეთის მიმართულებით, იწყება თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც როგორც საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობისთვის, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ასევე იწყება სარფის გვირაბის პროექტი, აქტიურად მიმდინარეობს კობი- ქვეშეთისა და გველეთი-ლარსის მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო პროექტებს წარმოადგენს.

მინისტრის თქმით, დაწყებულია სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის პროექტირება, უახლოეს პერიოდში კი ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით იწყება სამხრეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის განვითარების პროექტიც, რომელიც მარნეულს ახალციხესთან დააკავშირებს. პირველ ეტაპზე პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტი პროცესია. თანამედროვე და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და რეგიონული ფუნქციის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება იმ სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და რევოლუციური პროცესის განსავითარებლად

პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით: ცალკე დაიკითხა ხატია დეკანოსიძე და თამაზ დათუნაშვილი. ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია

პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით: ცალკე დაიკითხა ხატია დეკანოსიძე და თამაზ დათუნაშვილი. ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

იმედი

რუსული მედია: უიტკოფი და კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვს ეწვევიან, ხოლო შემდეგ კიევში ჩავლენ

რუსული მედია: უიტკოფი და კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვს ეწვევიან, ხოლო შემდეგ კიევში ჩავლენ

იმედი