
რუსული მედია: უიტკოფი და კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვს ეწვევიან, ხოლო შემდეგ კიევში ჩავლენ
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს ჯერ მოსკოვს ეწვევიან, ხოლო ამის შემდეგ კიევში ჩავლენ. ინფორმაციას რუსული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისინი [უიტკოფი და კუშნერი] იმედოვნებენ, რომ ჯერ მოსკოვში ჩავლენ, ხოლო შემდეგ კიევში. ეს 5-6 სექტემბერს მოხდება“, - განუცხადა მედიას წყარომ.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევსა და მოსკოვში ჩავლენ, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება კიდევ ერთხელ სცადონ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge