მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა
რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა

რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ოპერატიული შტაბის სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით 100 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე ხევის სათავეების მიმართულებით.

„აქტიურად მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი, ისე საპრევენციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 100 ერთეული ტექნიკა. ვიმყოფებოდით ხევის სათავეებშიც, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ოპერატიული შტაბის სხდომაზე განვიხილეთ როგორც უახლოეს დღეებში გადასაწყვეტი საკითხები, ისე ის ღონისძიებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განხორციელდეს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სტიქიის შედეგები უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას და პარალელურად დაიგეგმოს ისეთი პრევენციული სამუშაოები, რომლებიც მომავალში მსგავსი რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას დამბებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი გაუმართაობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, დამბებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2022 წელს ჩატარდა და მათ მიმდინარე სტიქიის დროს თავისი ფუნქცია შეასრულეს. მინისტრის განცხადებით, სპეციალისტები უახლოეს დღეებში დეტალურად შეისწავლიან სტიქიის გამომწვევ მიზეზებს, თუმცა ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მომხდარი პროცესები დამბების მდგომარეობას არ უკავშირდება.

რევაზ სოხაძის თქმით, ოპერატიული შტაბი იმსჯელებს სტიქიასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის იმ გარემოებებზეც, რომლებიც დამატებით შესწავლასა და შესაბამის გადაწყვეტილებებს საჭიროებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს რეაგირება იქნება ყველა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება კანონდარღვევა ან მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი გარემოება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

იმედი

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი,  ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

იმედი

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

იმედი