მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რობერტ ფიცო: თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია პუტინთან შეხვედრით, მან თავის რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს
რობერტ ფიცო: თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია პუტინთან შეხვედრით, მან თავის რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს

რობერტ ფიცო: თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია პუტინთან შეხვედრით, მან თავის რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს

იმედი|imedinews.ge

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი უნდა გამართოს, თუ პირისპირ შეხვედრა სურს. ფიცომ ეს განცხადება მოსკოვში პუტინთან შეხვედრიდან მეორე დღეს გააკეთა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პირადი საუბრისას ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს გადავეცი. სომხეთში ჩვენი პირადი შეხვედრისას ზელენსკიმ მითხრა, რომ მზად არის პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს. პასუხი აშკარაა: თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია შეხვედრით, მან თავის რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს“, - განაცხადა ფიცომ ვიდეომიმართვაში.

მან ასევე მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ ინიციირებული სამდღიანი ზავის გაგრძელებას, რომელიც 9 მაისიდან მოქმედებს, თუმცა 10 მაისს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების სერიის შედეგად უკვე დაირღვა.

„მე ცეცხლის შეწყვეტას აბსოლუტურად აუცილებელი ვუწოდე იმისთვის, რათა შეიქმნას სივრცე ყველაზე მნიშვნელოვნისთვის - დიპლომატიური ძალისხმევისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის, რაც ათასჯერ უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთმანეთის კვლა“, - დასძინა მან.

ფიცო იყო ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი, რომელიც მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად ჩავიდა, თუმცა უშუალოდ აღლუმს არ დასწრებია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 234 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →პრეზიდენტი →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი რობერტ სტურუაზე: მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი