მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. როსტოვის ოლქსა და სარატოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის
როსტოვის ოლქსა და სარატოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის

როსტოვის ოლქსა და სარატოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის

იმედი|imedinews.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების ღამის თავდასხმის შემდეგ, როსტოვის ოლქის დაბა მატვეევ კურგანში, უპილოტო საფრენი აპარატის „ნამსხვრევების ჩამოვარდნის“ შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა კერძო საწარმოს საწვავის საცავს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებთან თანამშრომლობს, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა იური სლიუსარმა.

Telegram-არხები ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამ დაბაში საწვავის რეზერვუარზე დარტყმის შემდეგ ნავთობის წვიმა წამოვიდა. დაშავებულების შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ღამის თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმაც გაავრცელა.

„წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები“, - დაწერა მან თავის Telegram-არხზე. მედიის ცნობით, დარტყმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე მანამდეც არაერთხელ გამხდარა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი