მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუბიო: კუბა ჩვენი სანაპიროდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებითაა, ასე რომ, იქ არსებული მიგრაციული კრიზისი, ძალადობა თუ არასტაბილურობა ჩვენზე პირდაპირ აისახება - ეს საკითხი უშუალოდ ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს
რუბიო: კუბა ჩვენი სანაპიროდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებითაა, ასე რომ, იქ არსებული მიგრაციული კრიზისი, ძალადობა თუ არასტაბილურობა ჩვენზე პირდაპირ აისახება - ეს საკითხი უშუალოდ ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კუბაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და ქვეყანას „დაქცეული სახელმწიფო“ უწოდა. მისი განცხადებით, კუნძულზე შექმნილი სისტემური კოლაფსი პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებზე.

რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუბის ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელი სრულებით უფუნქციოა და მისი გამოსწორება არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში შეუძლებელია.

სახელმწიფო მდივანმა ვრცლად ისაუბრა კუბაში მიმდინარე მძიმე ენერგეტიკულ კრიზისსა და ელექტროენერგიის ხშირ გათიშვებზე. მისი თქმით, ეს პრობლემა გამოწვეულია არა რესურსების დეფიციტით, არამედ რეჟიმის მხრიდან ფინანსების მითვისებითა და ინფრასტრუქტურის უგულებელყოფით.

„კუბა ჩვენი სანაპიროდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებითაა, ასე რომ, იქ არსებული მიგრაციული კრიზისი, ძალადობა თუ არასტაბილურობა ჩვენზე პირდაპირ აისახება. ეს საკითხი უშუალოდ ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. კუბის მომავალი თავად კუბელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების მუქარაზე ჩვენ 100%-ით ვიქნებით ფოკუსირებულები - რადგან ეს უკვე ამერიკის ინტერესების დაცვას ნიშნავს“, - დასძინა მან.

TWITTER POST
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი