
რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდზე ორ დღეში მეორედ მიიტანეს იერიში
იმედი|imedinews.ge
რუსულმა ჯარებმა 4 ოქტომბრის დილას კიევში ჩრდილოეთის ხიდზე დარტყმა მიიტანეს. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სამიზნე გზის საფარი გახდა.
კლიჩკოს არაფერი უთქვამს ხიდის მდგომარეობის შესახებ და არც დაშავებულების შესახებ გაუვრცელებია ინფორმაცია.
ჩრდილოეთის ხიდი დარტყმის ქვეშ 3 ოქტომბრის დილასაც მოჰყვა, მანამდე 1 და 2 ოქტომბერს რუსებმა სამხრეთის ხიდს დაარტყეს. ამ დრომდე რუს სამხედროებს კიევში დნეპრზე მდებარე ხიდებზე იერიში არ მიუტანიათ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge