მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის სრულდება ძველი ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს მოაჯირების, ბორდიურების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დეტალის დემონტაჟი. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაწყებული აქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის საწყისი ეტაპი.

მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის მთავარი გამზირი 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა. პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. ამასთანავე, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი — დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამზირის უკეთეს განათებასა და ენერგოეფექტიანობას. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 50 მილიონამდე ლარია.

„GWP აქტიურად აგრძელებს სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაციის პროექტს. მიმდინარეობს მილსადენების მოწყობა. მასშტაბიდან გამომდინარე, დაგეგმილი გვაქვს ჯამური სიგრძით 5.5 კილომეტრიანი სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელების სრული განახლება. პროექტი 4 ეტაპად გვაქვს დაყოფილი, ოთხივე ეტაპზე პარალელურად და უწყვეტ რეჟიმში ვაწარმოებთ სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა გიგა ნადირაძემ „ქრონიკასთან“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • მსოფლიოში ღვინის მოხმარება ეცემა… ბევრი მარანი შეიძლება გადარჩენის რეჟიმში გადავიდეს - იაგო ბიტარიშვილიBM.GE
  • ნეპალის პოლიციამ 4 დღის განმავლობაში ნანგრევებში მყოფი ბავშვის გადარჩენა მოახერხა - მაშველები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენრუსთავი 2
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

იმედი