მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოში ღვინის მოხმარება ეცემა… ბევრი მარანი შეიძლება გადარჩენის რეჟიმში გადავიდეს - იაგო ბიტარიშვილი
მსოფლიოში ღვინის მოხმარება ეცემა… ბევრი მარანი შეიძლება გადარჩენის რეჟიმში გადავიდეს - იაგო ბიტარიშვილი

მსოფლიოში ღვინის მოხმარება ეცემა… ბევრი მარანი შეიძლება გადარჩენის რეჟიმში გადავიდეს - იაგო ბიტარიშვილი

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 01:01|bm.ge

“მსოფლიოში ღვინის მოხმარება ეცემა. შესაბამისად, აუცილებლად მოიკლებს ექსპორტი, რომელიც ჩვენი ღვინისთვის და დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისედაც ბევრი მარანი შეიძლება გადარჩენის რეჟიმში გადავიდეს და მისთვის კიდევ დამატებითი ბარიერის დაწესება და ნებისმიერი თანხის გადახდა კიდევ უფრო რთული შეიძლება იყოს”- ასე ეხმიანება “იაგოს ღვინოს” დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურის გაზრდას.

საქმე ისაა, რომ მთავრობის დადგენილებით, 1-ელი სექტემბრიდან მეღვინეობის სექტორში მომსახურების ტარიფები გაიზარდა. კერძოდ, შეიცვალა ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასური, რომლითაც ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები სარგებლობენ. მაგალითად, საექსპორტო/იმპორტირებულ პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა 1 სამუშაო დღის ვადაში 450 ლარიდან 650 ლარამდე გაძვირდა, წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება თითოეულ დასახელებაზე 450 ლარის ნაცვლად ამიერიდან 650 ლარი ეღირება, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა კი ფასიანი გახდა და 10 ლარით განისაზღვრა.

ბიტარიშვილის შეფასებით, ნებისმიერი ახალი რეგულაცია, რომელიც მეტ დროსა და ფინანსურ ხარჯს მოითხოვს, ბიზნესისთვის დამატებითი ბარიერია.

მეღვინე ყურადღებას ამახვილებს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ღვინის კრიზისზე, რომელიც, პროგნოზების მიხედვით, მინიმუმ 2028 წლამდე გაგრძელდება. მისი თქმით, ექსპორტიორ ქვეყნებში მოთხოვნის კლება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: ყველაზე დიდი ფაქტორი ახალგაზრდა თაობაა, რომელიც წინამორბედებთან შედარებით ბევრად ნაკლებ ღვინოს მოიხმარს. ამასთან, კოვიდ-პანდემიის შემდეგ ადამიანებმა შეიცვალეს ცხოვრების წესი და კულტურა. ბიტარიშვილის თქმით, კიდევ ერთი ფაქტორია ინფლაცია, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით იმოქმედა მსყიდველუნარიანობაზე.

მეღვინის თქმით, შიდა ბაზარზეც რთული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, დაბალი მოთხოვნის გამო ღვინის ბარების ნაწილმა თბილისში მუშაობა შეაჩერა.

მეღვინე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მაღალი ხარისხის ნიშურ პროდუქციაზე (ბიო, ორგანული და ნატურალური ღვინოები) აქცენტის გაკეთებაა. მასიური წარმოების, დაბალი საფასო სეგმენტის ღვინოებისთვის კი მომავალი ორი წელი განსაკუთრებით რთული იქნება.

“ნებისმიერ ღვინის ბარს რომ თქვენ ჰკითხოთ, ძალიან რთულ სიტუაციაშია, ამიტომაც გამოიწვია ბევრი ღვინის მარნის დაკეტვა თბილისში და არა მარტო თბილისში. რაც შეეხება ექსპორტს, მე იმდენად მცირე რაოდენობა გამაქვს ექსპორტზე, შეიძლება ეს არ იყოს ინდიკატორი, თუმცა ჩვენ 11 ქვეყანაში ვყიდით ღვინოს და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან ამ 11-ვე ქვეყანაში და ყველა ერთსა და იმავეს აღნიშნავს - არა აქვს მნიშვნელობა ეს ევროპელი იმპორტიორია, ამერიკელი, აზიიდან, იაპონიიდან თუ ავსტრალიიდან, რომ მათ ქვეყანაში საკმაოდ იგრძნობა ეს კრიზისი, ბაზრის მოხმარების დაცემა და თვითონაც საკმაოდ შეეტყოთ ეს ჩვენ იმპორტიორებს”, - აცხადებს ბიტარიშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერებიიმედი
  • ნეპალის პოლიციამ 4 დღის განმავლობაში ნანგრევებში მყოფი ბავშვის გადარჩენა მოახერხა - მაშველები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენრუსთავი 2
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

კიევში ტრამპის წარმომადგენლების ზელენსკისთან შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა

კიევში ტრამპის წარმომადგენლების ზელენსკისთან შეხვედრის პირველი რაუნდი დასრულდა

BM.GE

7 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

7 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

"სასკოლო ფორმა არ იყოს სავალდებულო" | Manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა

"სასკოლო ფორმა არ იყოს სავალდებულო" | Manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა

BM.GE