მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება
რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება

რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება

იმედი|imedinews.ge

რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება. მე-11 საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი შენობის მშენებლობა თითქმის დაასრულა. თანამედროვე სტანდარტების, მოზარდების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სექტემბრიდან 300 აღსაზრდელს მიიღებს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სამუშაოების მიმდინარეობას დეპუტატებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

„რუსთავში ჩვენი პატარებისთვის 4 ახალი საბავშვო ბაღის გახსნა გვქონდა დაგეგმილი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს გეგმა შესრულდა. დღეისათვის 2 ბაღი უკვე გახსნილია, დასასრულს უახლოვდება ორის მშენებლობა. ახალ საბავშვო ბაღებზე ვიწყებთ საპროექტო სამუშაოებს და ძალიან მალე ჩვენს ქალაქს კიდევ შეემატება ახალი ინფრასტრუქტურა სკოლამდელი განათლებისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მე-11 საბავშვო ბაღის პარალელურად, დასრულების ფაზაშია N25 საბავშვო ბაღის მშენებლობა. ახლადრეაბილიტირებულ N31-ში კი უკვე საზაფხულო ბაღია გახსნილი.

„რუსთავში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ქალაქი ახალ სასწავლო წელს, სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება. პროცესი აქტიურად გრძელდება და ქალაქში კიდევ რამდენიმე ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთავში 23 საბავშვო ბაღია. ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აშენდა 9 საბავშვო ბაღი.

მიმდინარე წელს, რუსთავში სკოლამდელი აღზრდის კიდევ ორი დაწესებულების მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით სონღულაშვილი: მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული დარგია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო მიმართულებით

დავით სონღულაშვილი: მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული დარგია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო მიმართულებით

იმედი

POLITICO: ზელენსკის აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩის კანდიდატურის შერჩევა უჭირს

POLITICO: ზელენსკის აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩის კანდიდატურის შერჩევა უჭირს

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად? რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა?

ქართული ღვინის წარდგენა ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში გაიმართა

ქართული ღვინის წარდგენა ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში გაიმართა

იმედი