მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის ხელოვნების გალერეაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისა და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
რუსთავის ხელოვნების გალერეაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისა და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

რუსთავის ხელოვნების გალერეაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისა და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

რუსთავის ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, რუსთაველი მხატვრის გურამ მღებრიშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება.

ექსპოზიციის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, რუსთაველი მხატვრები, გურამ მღებრიშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

„ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის გალერეაში, რუსთაველი მხატვრის - გურამ მღებრიშვილის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება. ხელოვნების გალერეა, რუსთავში 2 წლის წინ გავხსენით. საგამოფენო სივრცემ, ქართველი და უცხოელი მხატვრების ათობით ექსპოზიციას უმასპინძლა უკვე და მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა რუსთავის კულტურული ცხოვრების ეს სფერო“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ექსპოზიციაში, მხატვრის მიერ შესრულებული ხატები და საქართველოს ისტორიის ამსახველი ფერწერაა წარმოდგენილი.

გურამ მღებრიშვილი, თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის თეატრში, არის მხატვართა გაერთიანების ,,გამა"-ს დამფუძნებელი. მრავალმხრივ ხელოვანს 26 სპექტაკლი აქვს გაფორმებული და მოხატული აქვს არაერთი ეკლესია-მონასტერი.

გურამ მღებრიშვილის პერსონალური გამოფენა რუსთავის ხელოვნების გალერეაში პირველად იმართება.

ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა რუსთავში ორი წლის წინ გაიხსნა და უკვე ათობით სხვადასხვა ექსპოზიციას უმასპინძლა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება

ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

იმედი

მედია: ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა

მედია: ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა

იმედი

დონალდ ტრამპი: მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს

დონალდ ტრამპი: მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს

იმედი