მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სტიპენდია დაუნიშნა
რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სტიპენდია დაუნიშნა

რუსთავის მერიამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სტიპენდია დაუნიშნა

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერია, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულებს, ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიას გადაუხდის. გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ პედაგოგებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი შეხვდნენ.

„რუსთავის მე-5 და მე-2 სკოლების მოსწავლეებმა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს თასი მოიგეს მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში. ვულოცავ მათ ამ წარმატებას და მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომელთაც ღირსეული გამარჯვებისთვის შრომა და ბრძოლა ასწავლეს. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდებათ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს ჩემპიონი რუსთავის მე-5 და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეები მერიის სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიიღებენ. ფულადი ჯილდო გადაეცემათ წარმატებული მოზარდების სპორტის მასწავლებლებსაც.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს თასი, რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, მე-2 სკოლის გუნდმა კი კალათბურთში მოიგო.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

იმედი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

იმედი

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

იმედი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

იმედი