მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა რეხვიაშვილი: მახარებს ის ფაქტი, რომ პროექტის - „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მიმდინარეობისას, გავიცანით ძალიან ბევრი ჭკვიანი, აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდა, რომლებსაც უყვართ რუსთავი და გულწრფელად ზრუნავენ მის განვითარებაზე
მამუკა რეხვიაშვილი: მახარებს ის ფაქტი, რომ პროექტის - „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მიმდინარეობისას, გავიცანით ძალიან ბევრი ჭკვიანი, აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდა, რომლებსაც უყვართ რუსთავი და გულწრფელად ზრუნავენ მის განვითარებაზე

იმედი|imedinews.ge

რუსთავში სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“, საკრებულოს იმიტირებული სხდომით დაიხურა. სხდომის ფარგლებში პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები შესაბამისი წესების დაცვით აირჩიეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილეებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა მიმართა, მადლობა გადაუხადა და ქალაქის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თქვენი აქტიურობის, ინტერესისა და ჩართულობის ხილვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დღეს, როდესაც პროექტის მიმდინარეობას ვაჯამებთ, მახარებს ის ფაქტი, რომ პროექტის - „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მიმდინარეობისას, გავიცანით ძალიან ბევრი ჭკვიანი, აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდა, რომლებსაც უყვართ რუსთავი და გულწრფელად ზრუნავენ მის განვითარებაზე.

ჩვენი მიზანიც ეს იყო - გქონოდათ ბევრი ინფორმაცია, ახლოდან გენახათ ქრონოლოგია, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და როგორ ვითარდება ქალაქი. რაც ყველაზე მთავარია, გაგეგოთ, რომ თქვენი აზრი ამ პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

პროექტის დახურვას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, საკრებულოს აპარატის და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

„წარმოადგინე შენი ქალაქი“ ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკას და აპარატის სტრუქტურას. შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს, კომისიის წევრებს და დაესწრნენ საკრებულოსა და კომისიის სხდომებს.

პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ რუსთავის საკრებულოსა და რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი სტუდენტური სტაჟირების პროექტია. მისი მიზანი, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაცნობა, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.

უკვე მიმდინარეობს პროექტის შემდეგი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ახალგაზრდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • რატომ ვერ საქმდებიან ახალგაზრდა პედაგოგები საჯარო სკოლებში? - განათლების სისტემის გამოწვევაBM.GE
  • მწვანე ბანაკი "კლიმატის ელჩები" 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულარუსთავი 2
  • სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაციტვ პირველი
ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი