მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რუსთავში ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას იწყებს.

ინფრასტრუქტურული პროექტი, მოსახლეობას, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტუხაშვილთან, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.

„რუსთავის მერიის გუნდი ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვიწყებთ. ამ უბანში, საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა, რაც მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ, ასფალტის საფარი დაიგება და ახალი სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა. კომპანია GWP წყლისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს. მოსახლეობისთვის დისკომფორტის შემცირების მიზნით, საგზაო სამუშაოებს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად დავიწყებთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებში 31 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგება და 7900 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.

კომპანია GWP კი წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისთვის ტერიტორიას უკვე ამზადებს. აღნიშნულ ქუჩებზე, წყალმომარაგების 2.1 კმ-ისა და წყალარინების 5 კმ-მდე სიგრძის ქსელი განახლდება, მოეწყობა 6 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 21 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. წყალმომარაგების კომპანიის პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება, 3.5 მილიონი ლარია.

საგზაო სამუშაოების ღირებულება 4 819 198 ლარია. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეაბილიტაცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • 2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძეBM.GE
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებშიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სამუშაოების დროს აღმოჩენილი შუა საუკუნეების თბილისი - ნაპოვნი არტეფაქტები დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი ურბანული და ეკონომიკური განვითარების მასშტაბების დადასტურებაარუსთავი 2
რეაბილიტაცია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი