მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12 საცხოვრებელ კორპუსებს უტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„რუსთავის მერიის გუნდი ქალაქის ურბანულ განვითარებას ორი ძირითადი მიმართულებით ვახორციელებთ. საქართველოს მთავრობის ძალიან დიდი თანადგომით, დაწყებული გვაქვს ძველი რუსთავის რესტავრაცია, სადაც ისტორიული ქალაქის არქიტექტურულ ავთენტურობას ვინარჩუნებთ. ახალ რუსთავში, კი გამაგრება-რეაბილიტაციასთან ერთად, შენობებს თანამედროვე იერ-სახეს ვაძლევთ. მესხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაიზრდება ამ საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციის ვადა და მოსახლეობისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიხედვით, სამივე საცხოვრებელი შენობა თბოსაიზოლაციო მასალით შეიფუთება, აივნებზე მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და არსებული კარ-ფანჯრები ახლით ჩანაცვლდება.

შენობების მთელ პერიმეტრზე მოეწყობა სარინერები. N10 კორპუსის საძირკველს უტარდება გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებიც.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 146 674 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეაბილიტაცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • 2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძეBM.GE
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებშიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სამუშაოების დროს აღმოჩენილი შუა საუკუნეების თბილისი - ნაპოვნი არტეფაქტები დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი ურბანული და ეკონომიკური განვითარების მასშტაბების დადასტურებაარუსთავი 2
რეაბილიტაცია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი