მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს
რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

იმედი|imedinews.ge

რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მონიტორინგის მიზნით, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავში №25 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს. ძველი, ავარიული შენობის ადგილზე ახალი, თანამედროვე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სრულად ადაპტირებული შენობა აშენდა. ძველი ბაღი 300-მდე ბავშვს ემსახურებოდა, სექტემბრიდან კი ამ ახალ სივრცეში, სკოლამდელი აღზრდის 16 ჯგუფიანი დაწესებულება გაიხსნება და 450 რუსთაველ ბავშვს მივაწვდით საჭირო სერვისს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

№25 ბაღი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე 300 ბავშვზე იყო გათვლილი. ახალ შენობაში კი ჯგუფების რაოდენობა 12-დან, 16-მდე გაიზრდება და 450 აღსაზრდელის მიღება გახდება შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

„რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ახალი ინფრასტრუქტურა არის დამატებითი შესაძლებლობა, იმისთვის რომ უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება. ეს სამუშაოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხარისხიანი და უსაფრთხო გარემო, ბავშვების განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ქალაქში ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად გრძელდება და უახლოეს პერიოდში, კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღი აშენდება“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

დღეისათვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა №11 და №31 საბავშვო ბაღებშიც. №31 ბაღი კი აღსაზრდელებს უკვე ივლისში, საზაფხულო ბაღში მიიღებს.

რუსთავში სულ 23 საბავშვო ბაღია, აქედან ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აშენდა 8 საბავშვო ბაღი. მიმდინარე წელს, ქალაქში კიდევ ორი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი